ვარდკაჭაჭა ყავის სუროგატია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებზე, კარგი საშუალებაა ჭარბი წონის დასაკლებად, კანისთვის, თმისთვის, ღვიძლისთვის და სხვ.
ვარდკაჭაჭა (Cichorium) — რთულყვავილოვანთა ოჯახის ბალახოვან მცენარეთა გვარი, მრავალწლოვანი მცენარეა. აერთიანებს 8-10 სახეობას. საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა — Cichorium intybus. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები. აქვს გრძელი ფესვი, რომელიც კულტურულ ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი. ფესვებს იყენებენ ყავის სუროგატად („ციკორი"), აგრეთვე სპირტისა და შაქრის (ფრუქტოზის) მისაღებად.
Comments
Post a Comment